ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესს ესწრება.
კუპატაძე სოციალურ ქსელში სასამართლოს დარბაზიდან პოსტს აქვეყნებს და პროცესის დაწყებამდე მომხდარის შესახებ წერს.
„ბაბლის საყურადღებოდ: ვარ ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესზე. ველოდებით მოსამართლეს.
სასამართლოს დარბაზში ღიმილით შემოსული ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი ახლა კარის მიღმა ნათესავებს ჰაეროვან კოცნებს უგზავნიან და ღიმილით უქნევენ ხელს.
არ ინერვიულოთ, მართლა ფსიქოლოგიური პრანჭვები კი არ აქვთ, ეს უბრალოდ მანიპულატორი ლეკიშვილის ცირკები იყო.
ჰო, გარედანაც ხმამაღალი სიცილი შემოდის და ანამარია იმნაძეც ბედნიერი, ყელმოღერებული შემოვიდა დერეფანში. არ ინერვიულოთ, ბაბლო, ბედნიერად არიან“, — წერს ეკა კუპატაძე