იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
1788992579
საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ზოგადად ის გარემოებები, რომლებიც დავით გარეჯთან დაკავშირებულ რუკებს ეხება, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
ჭეიშვილის თქმით, ამ პროცესში უპირველესად ბიძინა ივანიშვილის როლი უნდა წარმოჩინდეს.
„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ზოგადად ის გარემოებები, რომლებიც დავით გარეჯთან დაკავშირებულ რუკებს ეხება. რასაკვირველია, აქ ჩვენ უპირველესად უნდა წარმოვაჩინოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის.
ახლა აპელირება იმასთან მიმართებით, რომ სხვა პირთა როლის აქტუალიზაცია მოხდეს, რა თქმა უნდა, ესეც თითიდან გამოწოვილი ერთგვარი სპეკულაციაა. რაც უფრო მეტად გავა დრო, საზოგადოება მით უფრო დარწმუნდება იმაში, რომ ეს მიდგომა, ეს სქემა იყო წინასწარ კარგად გაწერილი სცენარის ნაწილი“, - აღნიშნა მან.
მმართველი გუნდი, „ასავალ-დასავალსა“ და ირაკლი ღარიბაშვილს, სინქრონულად მოქმედებაში ამხელს. „ქართული ოცნების“ შეფასებით, გაზეთი დიდი რეპუტაციით არ სარგებლობს და საზოგადოება დაკვეთილ კამპანიას ცნობს. ისევე, როგორც მსჯავრდებული ექსპრემიერის წინ წამოწევას ცდილობს გაზეთის რედაქტორი და ღარიბაშვილის სახელს უკავშირებს ისტორიული კარტოგრაფიული მასალების ქვეყანაში ჩამოტანას.