გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ნორთ უესტისა და კიმ კარდაშიანის ახალ ტიკ-ტოკს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაკიაჟისა და ეფექტების მეშვეობით, 9 წლის ნორთი იმდენად ჰგავს მამას, რომ ერთი შეხედვით, კანიესგან მისი გარჩევა ძალიან რთულია. რეპერის ფანები დიდი ხანია აღნიშნავენ, რომ ნორთი გარეგნულად კანიეს ძალიან ჰგავს, ახალი ვიდეოთი კი ამაში ყველა დარწმუნდა.
კიმმა და ნორთმა ტიკ-ტოკი კანიე ვესტის 2013 წლის პოპულარული სიმღერის, Bound 2-ს აჩქარებული ვერსიის ფონზე გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის Bound 2-ს კლიპში კიმ კარდაშიანი კანიე უესტთან ერთად მონაწილეობს. კიმისა და ნორთის ტიკ-ტოკს კი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, უკვე 8,5 მილიონი მოწონება აქვს.