გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გაგა კირკიტაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს, ლინგ ჭიფენგს, შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხებზე ისაუბრეს.
გაგა კირკიტაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ერთმანეთს სამართალდამცავ სფეროში არსებული გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.