სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1789017577
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორი ნია იმნაძის ბრალეულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ ნია იმნაძეს სურდა, მის შეყვარებულს ალექსანდრე გაბაშვილს შური ეძია და ფიზიკურად გასწორებოდა გიგა ავალიანს.
პროკურორის განცხადებით, ამის თქმის საფუძველს სატელეფონო ჩანაწერები აძლევს, სადაც სონიძის თქმით, "ნია იმნაძე ორი კვირა დაჟინებით წერდა გაბაშვილს, რომ მასწავლებელი მას ავიწროებდა".
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნია იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.