Netflix-მა You-ს მე-4 სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა

you

Netflix-მა You-ს მე-4 სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა. 

ჯო ახალ სეზონში ლიტერატურის პროფესორის, ჯონათან მურის, როლს ირგებს და ხვდება, რომ ამ ამპლუაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად მდიდარ და ეგოცენტრულ ხალხს ასწავლის. თავდაპირველად თითქოს ყველაფერი მშვიდად მიედინება, თუმცა როდესაც ვიღაც ლონდონის ელიტის წარმომადგენლების ერთიმეორის მიყოლებით დახოცვას იწყებს, ჯო ხვდება, რომ მის უახლოეს გარემოცვაში საშიში მკვლელი დადის.

Netflix-მა დაადასტურა, რომ მე-4 სეზონის პირველი ნაწილი 2023 წლის 9 თებერვალს გამოვა, ხოლო მეორე ნაწილი - 9 მარტს.

ქეროლაინ კეპნესის წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალი მაყურებელმა პირველად 2018 წელს იხილა და მას შემდეგ მოუთმენლად ელოდება ყოველ ახალ სეზონს.