ვიკის პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ
1701549380
ნიუ ორლეანში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სილამაზის კონკურსი „მის სამყარო" გაიმართა, სადაც ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად მთელი მსოფლიოდან 80-ზე მეტი ქალი იბრძოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კონკურსში აშშ-ის წარმომადგენელმა, „მის ამერიკამ", ბონი გაბრიელმა გაიმარჯვა. გაბრიელი 28 წლის დიზაინერია ჰიუსტონიდამ, ტეხასის შტატიდან. მას ფილიპინური ფესვები აქვს. გასულ წელს გაბრიელი პირველი ფილიპინური წარმომავლობის ამერიკელი გახდა, რომელმაც „მის ამერიკის შეერთებული შტატების" ტიტული მოიპოვა.