„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
ჯენა ორტეგა, რომელიც სერიალ Wednesday-ში მთავარ როლს თამაშობს, ჰოლივუდში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯენამ თავი არა მხოლოდ კინო ინდუსტრიაში, არამედ მოდის სამყაროშიც გამოიჩინა და საზოგადოებას თავი გამორჩეული კაბებით დაამახსოვრა. მაგალითად, ახლახან ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე გუჩის თვალისმომჭრელი კაბით წარდგა.
Saint Laurent-ის 2023 წლის შემოდგომის კოლექციაზე კი სრულიად განსხვავებული სტილი არჩია, ბრენდის პატივსაცემად.
Yves Saint Laurent-მა მსგავსი სილუეტის კაპიუშონიანი კაბები პირველად 80-იან წლებში შექმნა. მოდის დამკვირვებლების აზრით, ოქროს სამაჯურებიც კი, რომლებიც ჯენას ხელებს ამშვენებდა, 80-იანების მოდასთან კავშირზე მეტყველებდა და ზუსტად იყო შერჩეული.