1739342153
„დიახ, მეგობრის დასთან/ძმასთან „ლოგინი“ პრობლემას არ წარმოადგენს“ - გურამ შეროზია კრიტიკოსებს პასუხობს
![გურამ შეროზია გურამ შეროზია](https://primetime.ge/uploads/files/2022/12/02/33783/guram-sherozia_w_h.jpeg)
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, გურამ შეროზია კრიტიკოსებს პასუხობს და იმ ვიდეოების შინაარსს განმარტავს, რომლის გამოც ლანძღავენ.
„ახალი აკვიატება აქვს ბნელეთს, 7 წლის წინანდელი ვიდეოდან ამოჭრილი კადრი... დიახ, მეგობრის დასთან/ძმასთან „ლოგინი“ პრობლემას არ წარმოადგენს, მეგობარს შეიძლება ჰყავდეს დედმამიშვილი, რომელიც შეიძლება მოგეწონოს, შეგიყვარდეს, იქორწინო, ა.შ.სექ*ი კიდევ ამ ყველაფრის თანმდევი ნაწილია, რა არის გაუგებარი? 2022 წელს? სულ რომ ცუდი რამე მეთქვა (არ მითქვამს, მაგრამ მაინც) იქნება და 7 წლის შემდეგ gamovswordiii და სხვანაირად ვფიქრობ? რა შუაშია? ნუ ამ საკითხზე იგივე აზრის ვარ და თუ ვერ გაიგებს ვინმე, მეორედ გადაიკითხოს.“ - დაწერა შეროზიამ.