1739342153
ვაშლი არასდროს ვარდება ვაშლის ხიდან შორს - არნოლდ შვარცენეგერი ვაჟის ახალ როლს აფასებს ფილმში, რომლის ერთ-ერთ კადრში ის შიშვლდება
![არნოლდ შვარცენეგერი ვაჟი არნოლდ შვარცენეგერი ვაჟი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/111943/arnold-shvartsenegeri-vazhi_w_h.jpeg)
არნოლდ შვარცენეგერი სოციალურ ქსელში ვაჟის - პატრიკ შვარცენეგერის ახალ როლს ეხმაურება, სადაც ის კადრში შიშველი ჩნდება და აღნიშნავს, რომ „ვაშლი არასდროს ვარდება ვაშლის ხიდან შორს“.
პატრიკ შვარცენეგერი „თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონში გადაიღეს, რომლის პრემიერაც ცოტა ხნის წინ შედგა.
„რა შოუა“. მე შემეძლო მეთქვა, რომ გაკვირვებული ვარ მისი სცენით, სადაც ის შიშვლდება, თუმცა რისი თქმა შემიძლია - ვაშლი არასდროს ვარდება ვაშლის ხიდან შორს“, - წერს შვარცენეგერი.
შოუს პირველი სეზონი 2021 წელს გამოვიდა და მაყურებლის სიმპათია მაშინვე მოიპოვა. არანაკლები პოპულარობა არც შოუს მეორე ნაწილს ჰქონდა. „თეთრი ლოტოსის“ მესამე სეზონში მონაწილეობენ მსახიობები: ჯეისონ აიზეკი, პატრიკ შვარცენეგერი, პარკერ პოუზი, სემ ნივოლა, სარა კეტრინ ჰუკი და სხვები.