4 წლის ბავშვმა SpongeBob-ის ნაყინებში შემთხვევით 2600 დოლარი დახარჯა

ნაყინები

4 წლის ბავშვმა SpongeBob-ის ნაყინებში შემთხვევით 2600 დოლარი დახარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ბიჭმა ნაყინები დედის, ჯენიფერ ბრაიანტის ამაზონის ანგარიშიდან შეიძინა. სამწუხაროდ, ამანათი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. 3 შვილის დედას, რომელიც პარალელურად მუშაობს და სწავლობს, ამანათისთვის საკმარისი არც საყინულე ჰქონდა და არც - ფული.

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, ჯენიფერის მეგობარმა საქველმოქმედო პლატფორმა GoFundMe-ზე ანგარიში შექმნა, რათა მეგობარსა და პატარა ნოას დახმარებოდა. 

ქველმოქმედი ადამიანების დახმარების წყალობით, 4 წლის ნოას შეუძლია, საყვარელი ნუგბარი, რომელიც კიდევ დიდხანს ეყოფა, თამამად მიირთვას.