„2023 კარგი წელი იყო. ახალი წლის ღამეს ყველანი შევიკრიბებით და... 2024 წელი, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო იქნება“ - რას გვიმხელს ნეკა დოროყაშვილი

neka

ნეკა დოროყაშვილი "პრაიმტაიმთან" თავის ვაჟზე ჰყვება. რვა წლის ლუკასი მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრით ყოფილა გატაცებული. მართალია, ჯერ პროფესიონალურ დონეზე არც ერთ საკრავზე დაკვრას არ ეუფლება, თუმცა დედა აპირებს, რომ მალე ის რომელიმე მუსიკალურ სკოლაში შეიყვანოს. 

ნეკა, წლის ბოლოს, 2023 წელსაც დადებითად აფასებს და დამდეგს საუკეთესო წლად უკვე აცხადებს.

ნეკა დოროყაშვილი: ლუკასი კარგი მოსწავლეა. მაბედნიერებს. ძალიან მუსიკალური ბავშვია. უკრავს ვიოლინოზე, გიტარაზე და კლავიშზე, თუმცა პროფესიონალურად არ უსწავლია, არსად უვლია. თავისით უკრავს. ვფიქრობ, მივიყვანო რომელიმე მუსიკალურ სკოლაში.

მამაჩემს შარშანწინ მოსთხოვა, ვიოლინო მაჩუქეო. ასე თავისით დაიწყო დაკვრა.

არ მიყვარს დაძალება. ინტერესი გამოხატა და სურვილს თუ გამოიჩენს, შევიყვან რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ვნახოთ... უყვარს პიტბოქსი, იწერს ტელეფონში და ასრულებს. ისე, სხვაც ბევრი ჰობი აქვს.

- ახალი წლისთვის ნაადრევი მზადება თქვენს სახლშიც დაწყებულია?

- ჩვენ სახლს ჯერ საახალწლო გაფორმებით ვრთავთ, შემდეგ ნაძვით ვაგვირგვინებთ. მთელი ოჯახი ერთად ვაწყობთ ნაძვის ხეს. როცა გადავწყვეტთ, რომ საახალწლო განწყობაა ოჯახში, ნაძვის ხესაც მაშინ ვდგამთ. არ ვჩქარობთ.

ლუკასაც უყვარს და მეხმარება მორთვაში. წერილს საქართველოს ფოსტით ყოველ წელს ვგზავნით სანტასთან. უყურებს, როგორ ვაგდებთ წერილს საფოსტო ყუთში. ამაზე ასე არ ვსაუბრობთ. რეალურად მეც მჯერა იმ დროს სანტას არსებობის. 

ჯერ არ გაგვიგზავნია წერილი, ადრეა (იცინის). არ იცის, რა უნდა. ფიქრობს. საკუთარი ხელით წერს სანტას.

სანტასთან უფრო ლოიალურია, ვიდრე ჩემთან. ფიქრობს, რომ სანტა იმდენად კეთილია მისთვის, რომ მან ზუსტად იცის, რაც ლუკასს სურს. დიდი სია არ აქვს, კონკრეტულ საჩუქარს ჩაწერს ხოლმე. ყოველ წელს განსხვავებულს.

საჩუქრები ოჯახის ყველა წევრს ხვდება საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ. ჩუმად ვართ ერთმანეთის სანტები... შარშან ლუკასმა დამხატა მეც და თავისი თავიც, შეფუთა და დამახვედრა. ძალიან გამახარა.

ვცდილობთ ასტროლოგიური თემის გათვალისწინებით დავხვდეთ ახალ წელს. ორივე ცხოველის ფიგურას ვდებთ ნაძვთან; ვაცილებთ ძველს, ვხვდებით ახალს.

2023 კარგი წელი იყო. 2024 წელი, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო იქნება. მე განწყობის თეორიის მჯერა და რაც არ უნდა ხდებოდეს, ახალი წლის ღამეს ყველანი შევიკრიბებით და განსაკუთრებული განწყობით შევხვდებით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ვატყობდი, რომ ემოციებისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა. სახლში მისულს მხოლოდ ეს დაცდა...“ - ლენუკა მამის ვარსკვლავის გახსნაზე გვიყვება

ეტლით გამოიყვანა ქალიშვილმა. გვიყურა, გვიყურა... და მედიკო, ხომ გახსოვარ-მეთქი? გამიღიმა... ეს უკანასკნელი ღიმილი არასდროს დამავიწყდება“ - იმერი კავსაძე ლეგენდასთან ბოლო შეხვედრაზე

„ვერ ვხვდები რატომ იჩერებთ ასეთ კაცებს... დაახურეთ ქუდი და გასვით გარეთ...“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი