დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძის ცხოვრებაში მორიგი, სასიამოვნო სიახლეა. მას შემდეგ, რაც „პრაიმტაიმს“ პირადი ცხოვრებისა და ახალი შენაძენის შესახებ გაუმხილა, ამჯერად თვალის ოპერაციასა და გაუმჯობესებულ მხედველობაზე უყვება.
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის გამარჯვებულმა მხედველობის ლაზერული კორექცია „ნამდვილი ექიმების“ თანაწამყვან, რეზო ომიაძესთან გაიკეთა.
გიორგი ნაზღაიძე: მრავალი წელი მხედველობის პრობლემა მქონდა. ხალხს, რომელსაც გამარჯობას ვეუბნებოდი, ვერ ვხედავდი, ან შეიძლება, ისე ჩამეარა ახლობლისთვის, არ მივსალმებოდი. ვიყენებდი კონტაქტურ ლინზას, რომელიც თვალს მიღიზიანებდა, სათვალის ხმარება კი მეზარებოდა.
ბოლოს, ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე, რაშიც რეზო ომიაძე დამეხმარა. ოპერაციის გაკეთების შემდეგ, მართლა 24 საათში დავინახე ყველაფერი და თურმე, ცხოვრება რა კარგი ყოფილა.
რომ არა რეზო და „რუსთავი 2“, ეს დღე არ იქნებოდა. მადლობა ჩვენი არხის ხელმძღვანელობას და რეზო ომიაძეს.
ასევე ნახეთ:
"ერთი წელია ერთად ვართ... ჯერ მხოლოდ ეს ფოტოები იკმარეთ" - გიორგი ნაზღაიძე რჩეულს გვაცნობს