დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ფილმი "შაშვი შაშვი მაყვალი" მაყურებელმა მიიღო. შესაბამისად, ის ბოლო დროის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია. თამთა მელაშვილის რომანის ეკრანიზაცია ელენე ნავერიანს ეკუთვნის, მთავარ როლს - ეკა ჩავლეიშვილი ასრულებს. ქალების ტანდემმა გაამართლა.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი და რუსთაველის თეატრის მსახიობი, თემიკო ჭიჭინაძე ფილმში პარტნიორები არიან. ეთეროს და მურმანის რომანს მაყურებელი თავიდანვე გულშემატკივრობს. მსახიობები დამაჯერებლად თამაშობენ. ეთეროს როლის შემსრულებელი, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პრიზით დააჯილდოვეს. მოკლედ, ფილმი ნახეთ და დანარჩენი თავად განსაჯეთ.
ეთერომ და მურმანმა პორტალ At.ge-ის ინტერვიუ მისცეს. გთავაზობთ ამონარიდს.
ეკა ჩავლეიშვილი: - ძალიან, ძალიან, მიყვარხარ, თემიკო. ძალიან კარგი ადამიანი ხარ.
მსახიობთა წყვილმა გაცნობის ისტორია გაიხსენა. ერთმანეთი კი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ისაუბრეს გმირებზე, ფილმზე, სცენებზე... აღიარეს, რომ თამამი სცენების გადაღების წინ იღელვეს...
ეთეროსთან ვნება 48 წლის ასაკში მოდის.
თემიკო ჭიჭინაძე: - გრძნობა როდის, რა ასაკში გეწვევა, არ იცი. კარი არ უნდა დაუკეტო. ღია უნდა გქონდეს დატოვებული.
ეკა: - გააღე კარი და თუ ის არ აღმოჩნდება, ვისაც ელოდი, ძალიან ნუ დაგწყდება გული. დაელოდე და მერე კიდე გააღე გულის კარი.
თემიკო: - ძირითადი სცენები მე ეკასთან ერთად მქონდა, ცალკე არ მქონია. ყველა სცენა მნიშვნელოვანია ჩემთვის. "მოდი, ამას ცალი ფეხით გავაკეთებ", ასეთი რამ მე არ მჩვევია. შეიძლება რაღაც უკეთ გამოვიდა, რაღაც ნაკლებად, მაგრამ ყველა სცენა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. რა უნდა გაგვეკეთებინა, მოცემულობა თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ ისე კარგად აეწყო, რომ არავითარი დისკომფორტი არ გვიგრძვნია.
ეკა: - ისე, იმ დღეს ჩვენ ვნერვიულობდით, სასტუმროს სცენის გადაღების წინ.
თემიკო: - რა თქმა უნდა. რთული სცენები იყო...
საპრემიერო ჩვენებას სხვა ნერვიულობა ახლავს. პირველი ნახვისას, მე ვუყურებდი ფილმს და არა ჩემს თავს ფილმში. ჩვეულებრივი მაყურებელი ვიყავი. ემოციურად იმდენად სავსე ვიყავით ფილმის ფინალში, რომ ბევრი რამ აღარც მახსოვს, რა იყო. მახსოვს, ეკა ტიროდა, მე მივედი, ვაკოცე, ჩავეხუტეთ ერთმანეთს. და მაყურებლური პირველი აღტაცება ერთმანეთს გამოვუხატეთ. არა როგორც მსახიობებმა, არამედ მაყურებელმა, რომელმაც ემოციის დონეზე განიცადა ის, რაც ეკრანზე ხდებოდა. მერე უკვე სხვანაირად ვუყურე. საკუთარ თამაშს ვაფასებდი. სამჯერ ვნახე.
ეკა: - მე ოთხჯერ, გაჯობე. ელენე ნავერიანი სუპერია. ძალიან მაგრები არიან, კიდევ მინდა მათ ხელში მოვხვდე.
თემიკო: - რიმეიქი გავაკეთოთ. 80 წლის რომ გახდებიან, რა დაემართებათ.
ეკა: - ვგიჟდები ისე მომწონს, ხალხი რომ მცნობს. მაღაზიაში შევედი, ვთქვათ, ძეხვის საყიდლად. ეთერო, ეს ძველია, ის ჯობია, მეუბნებიან. მიადვილდება ცხოვრება. იქ რაღაცაზე ფასს დამიკლებენ. მომწონს ეგეთი ცხოვრება.
თემიკო: - ბედნიერი ვარ, რომ ამ ფილმს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველი რეჟისორის და ჯგუფის ასეთი წარმატება მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ქართული კინო საქართველოს ფარგლებს გარეთ ასე წარმოვაჩინეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
„მაწვნის ნიღაბს გასწავლით“ - კირა ანდრონიკაშვილი სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს
რას აღნიშნავს ხინკლის ფორმა, 19 ნაოჭი და რატომ ითვლება ის ქართულ კერძად - საინტერესო ანატომია