„თქვენით ვამაყობ“ - რა კადრებს აქვეყნებს ავარიაში დაშავებული დების დედა
1732259677
მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. სიმბოლურად იმ თეატრის წინ, რომლის კედლებშიც ბავშვობა გაატარა, დედის თამაშს კულისებიდან ადევნებდა თვალყურს და საგრიმიოროში მასთან ერთად იჯდა.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 70 წლის არტისტმა "მეფე ლირი" ითამაშა. ეს სპექტაკლი, ზურა გეწაძემ, კინომსახიობთა თეატრის სცენაზე, სპეციალურად ზურა ყიფშიძისთვის დადგა.
როგორც ლენუკა ყიფშიძე "პრაიმტაიმს" უყვება, მსახიობი ძალიან ღელავდა, თუმცა სახლში მისულს ერთი ფრაზა დასცდა - ხალხის ასეთი სიყვარულით ბედნიერი ვარო...
ლენუკა ყიფშიძე: "მეფე ლირი" ერთი წელია არ უთამაშია. ძალიან ღელავდა, ოფლში სულ გაწურული იყო. თხუთმეტ წუთიანი შესვენებაზე კულისებში ავედი, ვნახე, ძალიან ნერვიულობდა. ყელში ვაკოცე. ყურადღება ძალიან ესიამოვნა. ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა სპექტაკლი.
ისეთი ემოციური საღამო იყო, მე ჯერ კიდევ ბურუსში ვარ. ისე ვნერვიულობდი, რაღაცები არც მახსოვს. აი, ზღვა ხალხი მოვიდა. ქუჩა გადაიკეტა. ეს იყო დიდი ბედნიერების განცდა, ხალხმა მამას თავისი სიყვარული აჩვენა და ამის მხილველი ზურა უბედნიერესი იყო.
"როცა აყვავდა ნუშის" მუსიკა რომ ჩაირთო, ირგვლივ ყველა ატირდა... ვატყობდი, რომ ზურა თავს ემოციებისგან მაქსიმალურად იკავებდა. ყველა შვილიშვილი რომ იქ დაინახა, ამდენი ხალხი, ბედნიერებისგან ისე ღელავდა, რომ აღარ იცოდა რა ექნა.
საერთოდ, არ გამოხატავს ემოციებს, განიცდის, უხარია, ბედნიერია, მაგრამ ამას ხმამაღლა ნაკლებად ამბობს. წუხელ სახლში მისულს მხოლოდ ეს დაცდა - რა ბედნიერებაა ხალხის ასეთი სიყვარული. ბედნიერი ვარო... ისეთი საყვარელი იყო.
საერთოდ, ასაკში ძალიან საყვარელი გახდა. ყურადღება ისე სიამოვნებს... გახდა გულჩვილი. ყველაფერზე ეტირება, მულტფილმებზეც კი. ძაღლი ხომ აღარ გვყავს და უბნის ძაღლებისთვის იყიდის საჭმელს, მოაქვს და უნდა ნახოთ, ზურას რომ დაინახავენ ძაღლები, როგორ შემოესევიან.
სახსრებს უჩივის, მაგრამ ფეხით ბევრს დადის და ეს შველის, რომ ფიზიკურად კარგ ფორმას ინარჩუნებს.
ახლა ფეხბურთის საყურებლად ემზადება. ეს ზურასთვის დიდი რიტუალია. გიჟდება ფეხბურთზე. როცა უყურებს, ოთახის კარსაც არ უნდა მიეკარო ამ დროს.
ამ ემოციისთვის მადლობა დათო ოქიტაშვილს. მამას ვარსკვლავი მისი ძალისხმევით გაიხსნა, თორემ რა ხანია ზურა უარს ამბობს ვარსკვლავის გახსნაზე. აქეთ მეც შევუჩნდი, მამა, ხალხს უყვარხარ და ითხოვენ შენს ვარსკვლავს-მეთქი... დათოსთან ერთად არ მოვეშვი.
დღეს ოთახში გადი-გამოდის, ზარებს და მილოცვებს პასუხობს, მაგრამ გუშინდელთან შედარებით უკვე დამშვიდებულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
„მაწვნის ნიღაბს გასწავლით“ - კირა ანდრონიკაშვილი სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს