VIDEO: საინტერესო ინფორმაცია 60 წელს ზემოთ ასაკის თბილისელებისთვის

სპორტი

ასაკთან ერთად ორგანიზმში ცვლილებები იწყება: იკლებს კუნთური ქსოვილის მოცულობა, იზრდება სხეულის მასის ინდექსი და ცხიმის წილი, მცირდება ძვლების სიმკვრივე, იმატებს წელის გარშემოწერილობა და მკვრივდება (ელასტიკურობას კარგავს) შემაერთებელი ქსოვილი.

სწორედ ეს ნიშნები განასხვავებს ასაკოვანი ადამიანის ფიგურას მოწიფული ასაკის ადამიანისგან. თუმცა თანამედროვე მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სპეციალური ვარჯიშის, სწორი კვებისა და ცხოვრების გონივრული მართვის გზით ასაკოვანი ადამიანი შეიძლება 20 წლით ახალგაზრდად გამოიყურებოდეს.

ამ პროგრამაში ერთ-ერთი წამყვანი როლი სპორტს უკავია.

უკვე ერთი თვეა, საქართველოში, 60 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს "60+" კლუბში გაწევრიანება და ხატვისა და მუსიკის წრეებზე სიარული შეუძლიათ.

საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობასთან ერთად, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში  60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის გაიხსნა. სწორედ ამ სივრცეშია შესაძლებელი ახალი მეგობრების შეძენაც.