რა ხდება ამ წუთებში მლეთაში, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები მუშაობდნენ
1786432669
მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ღონღაძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები.
მისივე თქმით, ძებნა შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფთან ერთად, კოორდინირებულად აქტიურად ჩართულები არიან სამძებრო სამუშაოებში შესაბამისი ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით“, - აღნიშნა მან.
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. სამძებრო ღონისძიება გუშინ დაიწყო და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.