1786348006
აბიტურიენტთა საყურადღებოდ! - 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა
2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა.
7 აგვისტოს განახლებულ დოკუმენტში ასახულია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის მოცემულია განახლებული ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ.
განახლებული ცნობარი 2026
აბიტურიენტთა ცნობარში აგრეთვე გაეცნობით იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს. კერძოდ:
აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა; აკრედიტაციის ვადები; გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება).გახსოვდეთ, აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას რაოდენობაში შეზღუდული არ არის.









