იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
1788992579
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე ესებუა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.
„ამა წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე ესებუა.
დეკანოზი თეოდორე დაიკრძალება სამშაბათს, 11 აგვისტოს, 15:00 საათზე ამავე ტაძრის ეზოში.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეოდორეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ქუთაის-გაენათის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეოდორე“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.