2 წლის გოგო აუზში დაიხრჩო - ტრაგედია ოჩამჩირეში
1786476750
ბათუმი ულამაზეს ლიზი მოისწრაფიშვილს გლოვობს. ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
„ჩემო ფერია! შენ ბავშვობიდან იყავი ნამდვილი პრინცესა და ამას ყოველი ჩვენი საუბრისას გეუბნებოდი.
შენ არ დადიოდი დედამიწაზე, შენ დაფრინავდი, დაფრინავდი და ამშვენებდი ჩვენს ქალაქს, პოდიუმს, სამყაროს. შენ ჩემი ლამაზი სამყაროს შეუდარებელი ფერია ხარ და ასე იქნება მუდამ.
შენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგო იყავი, ხარ და იქნები.
სილამაზე არ გარდაიცვლება, სილამაზე მარადიულია, სიყვარული მარადიულია, ვერ ვპოულობ ხსნას რომ გავიგო რატომ გაფრინდი ამჯერად გაუგებრად და რატომ დაფრინდი ისე, როგორც შენ არ შეგეფერება.
ვეხვევი შენ ლამაზ სხეულს, შენ გულს, შენ შინაგან სამყაროს, შენ ლამაზ მზერას. გაფრინდი ჩემო გოგო ზეცაში და შეუერთდი ანგელოზებს.
უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული. ნანა! არ დავიშურებ არაფერს, რომ შენში დავაბრუნო სიცოცხლე! მიყვარხარ“, - წერს დიზაინერი გოგა ნიქაბაძე სოციალურ ქსელში.