უჩა აბაშიძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მის ცოლს - 4 წელი
1738668033
მარნეულში ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატი გაიმართა. 2 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს დარბაზში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს, როგორც მარნეულის სპორტული სკოლის ტაეკვონდოს წრის აღსაზრდელებმა, ასევე თბილისიდან მოწვეულმა სპორტსმენებმა.
ღონისძიების მიზანი იყო ტაეკვონდოს განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა რეგიონში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდა თაობების ჩართულობისა და მათი შესაძლებლობების რეალიზების თვალსაზრისით. ჩემპიონატი გაიმართა სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში, როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის.
მსგავსი აქტივობებით შესაძლებლობა ეძლევათ ახალგაზრდა სპორტსმენებს, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და მიიღონ გამოცდილება.