უჩა აბაშიძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მის ცოლს - 4 წელი
1738668033
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
ერთ-ერთი ვერსიით, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღიდან, ე.წ. ვინჩესტერიდან, გაუვარდა და ახალგაზრდა ბიჭს მოხვდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით, 116-ე, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.