ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2026 წლის აპრილში დიდი სიურპრიზი ელის
1775238524
საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ძმა, თორნიკე კვარაცხელია კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
თორნიკე კვარაცხელია თავდაპირველად თბილისის დინამოს აკადემიაში ითამაშებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მიმართებით კლუბის პოლიტიკას, დიდი შანსია, მას მთავარ გუნდში გამოსვლის შანსი მალევე მიეცეს.
14 წლის ფეხბურთელი „დინამოში“ გადასვლამდე „ინტერის აკადემიაში“ ირიცხებოდა.
ასევე, თორნიკე კვარაცხელია საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებასაც იცავს, სადაც 3 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.