უჩა აბაშიძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მის ცოლს - 4 წელი
1738668033
საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე და მის მეუღლე მარიამ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა აბაშიძეს თავისუფლების აღკვეთა ხუთი, მის მეუღლეს კი, ოთხი წლის ვადით შეეფარდათ.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ასევე, შსს-მ დააკავა უჩა აბაშიძის მეუღლე მარიამ იაშვილი. ამასთან, როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, უჩა აბაშიძემ, მეუღლესთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას.