უჩა აბაშიძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მის ცოლს - 4 წელი

 უჩა აბაშიძე

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი ცოლი მარიამ იაშვილი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 4 თებერვალს გამოცხადდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, უჩა აბაშიძე 5 წელს გაატარებს პატიმრობაში, მისი ცოლი კი 4 წელს.

იმის გამო, რომ საქმე პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა, დახურულ სხდომებზე განიხილებოდა. შესაბამისად, მასზე დასრება ჟურნალისტებს არ შეეძლოთ და დეტალებზე ვერ საუბრობს ადვოკატიც.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.