უვადო პატიმრობა მიესაჯა დედას, რომელიც საკუთარი შვილის გაუპატიურებაში, ბავშვის მამობილს ეხმარებოდა
1738603375
აღდგომის მარხვა ყველაზე მნიშვნელოვან და მკაცრ მარხვად ითვლება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ასევე კათოლიკეებს შორის. მომარხულე ერთ–ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის, აღდგომისთვის ემზადება.
დაწყების და დასრულების თარიღები
აღდგომის წინა დიდი დიდმარხვა წელს იწყება 3 მარტს. (ყველიერის კვირის შემდეგ) და 7 კვირა გრძელდება, 20 აპრილამდე. წელს კათოლიკეები აღდგომას ერთი კვირით ადრე აღნიშნავენ.
10 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით არის მსგეფსი (ოთხშაბათი-პარასკევი არ არის მარხვა)
17 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით არის ხორციელის კვირა
24 თებერვლიდან მორწუნეებს აღარ შეუძლიათ მიიღონ ხორცი. 24 თებერვლიდან არის ყველიერის კვირა - ამ კვირაში მორწმუნეს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი რძის ნაწარმი, თევზეული და კვერცხი.
25, 26, 27 და 28 თებერვალს იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
სამ მარტს იწყება სააღდგომო მარხვა და მთელი მარხვის პერიოდში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
მიცვალებულთა ხსენების დღეებია:
22 თებერვალი
15 მარტი
22 მარტი
29 მარტი
7 აპრილი - ხარების დღესასწაული (ხსნილია თევზით).
12 აპრილი ლაზარეს აღდგინება (ხსნილია თევზით).
13 აპრილი ბზობა (ხსნილია თევზით).