საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე, მალულად შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აკრძალული ნარკოტიკული საშუალება მის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომობილში, წინასწარ დამზადებულ 147 შეფუთვად (საერთო ჯამში 665 გრამი) დაფასოებულ და დაპრესილი ჩაით სავსე პოლიეთილენის პაკეტებში ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.