უჩა აბაშიძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მის ცოლს - 4 წელი
1738668033
გავრცელებული მოსაზრება, რომ ადამიანის ორგანიზმში ყველა უჯრედი სრულად განახლდება ყოველ 7 წელიწადში ერთხელ, დადასტურებულია, რომ მეცნიერულად არასწორია. მკვლევრებმა განმარტეს, რომ ეს პროცესი რეალურად გაცილებით რთულია. 7 წლის განმავლობაში უჯრედების სრული განახლების მითი მეცნიერებმა გაანადგურეს, წერს IFL Science.
იდეა, რომ ორგანიზმში უჯრედები ყოველ 7 წელიწადში ერთხელ იცვლება, გაჩნდა 2005 წლის სამეცნიერო კვლევის შემდეგ. ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი ვარაუდობდა, რომ ზრდასრული უჯრედების საშუალო ასაკი შეიძლება განსხვავდებოდეს 7-დან 10 წლამდე.
თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ორგანიზმში ბევრი სხვადასხვა ტიპის უჯრედია, რომელთაგან თითოეული განახლდება საკუთარი ინდივიდუალური ციკლის მიხედვით: კუჭის ლორწოვანი გარსის ამომფენი უჯრედები იცვლება ყოველ 2-3 დღეში, რადგან ისინი ექვემდებარებიან კუჭის აგრესიულ გარემოს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები ცოტა ხანს ცოცხლობენ - 4-5 დღე. ისინი შეადგენენ უჯრედების განახლების მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან ორგანიზმი ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 300 მილიარდ უჯრედს.
ერითროციტები ანუ სისხლის წითელი უჯრედები ფუნქციონირებს დაახლოებით 120 დღის განმავლობაში.
ნეირონები, რომლებიც ნერვული სისტემის საფუძველია, შეიძლება არსებობდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თუ ისინი არ დაზიანდებიან.
ამრიგად, ორგანიზმში უჯრედების განახლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ თითოეული ტიპის უჯრედისთვის ეს პერიოდი განსხვავებულია.
მაშასადამე, 7 წელიწადში ერთხელ უჯრედების სრული ცვლილების შესახებ განცხადება სხვა არაფერია, თუ არა გავრცელებული მცდარი წარმოდგენა.