21 სექტემბერს საქართველოს ნაკრებისა და მილანის ვარსკვლავების მატჩში, ლეგენდარული კაფუ ითამაშებს - ფეხბურთის ფედერაცია

კაფუ

21 სექტემბერს საქართველოს ნაკრებისა და მილანის ვარსკვლავების მატჩში ლეგენდარული კაფუ ითამაშებს! - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ლეგენდების მატჩი თბილისში, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე  გაიმართება.

ლეგენდების მატჩის ორგანიზებისთვის, თბილისის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად მუშაობს. მილანში ტექნიკურ საკითხებს ათანხმებს ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, რომელიც კლუბის წარმომადგენლებს კახი კალაძესთან ერთად შეხვდა.