„უკვე მაქვს ამის თქმის უფლება...“ - ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს
1756184022
ქართველი მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოფიციალურად დაუდასტურეს.
წინასწარი ინფორმაციით, ის დანით საკუთარ ბინაშია მოკლული.
კესარია აბრამიძე პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალი იყო.
მას ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა გადაცემაში. გადაღებული იყო სერიალში „ფსიქოპატთა თამაშები“. 2018 წელს კესარია აბრამიძემ მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საქართველო წარადგინა.
კესარია აბრამიძე 18 აგვისტოს 37 წლის გახდა.