1736884505
„ფეისბუქზე“ ფოტოების დადება თვითონ სთხოვა, იმ მიზნით, რომ...“ - რას ჰყვებიან კესარია აბრამიძის მეგობრები ბექა ჯაიანზე
კესარია აბრამიძე გუშინ მოკლეს. მოდელს საღამოს 7 საათზე, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში მეგობარმა მამაკაცმა ყელის არეში დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი დატოვა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
შსს-მ ეჭვმიტანილი - 26 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რას ჰყვებიან მეზობლები და მეგობრები სასტიკ დანაშაულზე და რატომ სთხოვა ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძეს ერთობლივი ფოტოს გავრცელება სოციალურ ქსელში, ნახეთ სიუჟეტი:
ამავე თემაზე:
„შეყვარებულმა სახლში კამერა დამიყენა...“ - კესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს