ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.
„დღეს მოვუწოდებ ორივე მხარეს, ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ“,- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას.
აღნიშნული განცხადება დევიდ ლემიმ ამერიკელ, ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, რომელიც საფრანგეთში გაიმართა.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ გვსურს, მივიღოთ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტა, რათა ისრაელელებს შეეძლოთ სახლში დაბრუნება და შესაბამისად ლიბანელებიც დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში“,- განაცხადა ლემიმ.