1728456679
ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ კესარია აბრამიძეს
მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი ალექსანდრე საშა იოსელიანის N96-ში გაიმართება - ჯიქიას სახელობის სასაფლაოს მდებარე დარბაზში.
ახლობლების ცნობით, უკანასკნელ გზაზე კვირას, 22 სექტემბერს, 14:00 სააღზე გააცილებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამით მიმდინარეობდა. გამთენიისას კი ცნობილი გახდა, რომ მკვლელი დააკავეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბრალდებული ქუთაისის აეროპორტში აიყვანეს და ის სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მეგობარი მამაკაცია, რომელიც მასზე ადრეც ძალადობდა.
მკვლელობასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
მკვლელობა თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.