გარდაიცვალა ვლადიმერ ქუმარიტაშვილი, საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი
1728474142
კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალის წარდგენას ელოდება. 26 წლის მამაკაცი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან აიყვანეს.
სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ასევე ჩანს, როგორ ყიდულობს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ჯაიანი პროდუქტს მაღაზიაში, როგორ შედის სადარბაზოში და როგორ ელოდება ლიფტს.
ვიდეომასალის მიხედვით, ირკვევა, რომ დანაშაული ზუსტად 14 წუთშია მომხდარი.
ბექა ჯაიანის ადვოკატი სალომე არდოტელი დროებითი მოთავსების იზოლატორში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალები ჯერ არ უნახავს.
„საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ, ახლა შევდივარ, რომ შევხვდე და მოვისმინო მისი პოზიცია," - აცხადებს არდოტელი.
„კურიერი“ ესაუბრა კესარია აბრამიძის მეგობარსაც, რომელიც ამბობს, რომ ბექა ჯაიანი კესარიაზე მუდმივად ეჭვიანობდა.
„ეჭვიანობა, ძალადობა, მანიპულატორობა, მისი თავისუფლების ყველანაირი შეზღუდვა... ადრეც იყო ძალადობის ფაქტები. ჩვენ - უახლოესი მეგობრები წინააღმდეგები ვიყავით ამ ურთიერთობის. ყველაფერს აჯერებდა, ოღონდ შერიგებოდა კესო. ვფიქრობ, კესო რომ დაშორდა, ეს ვერ აიტანა“, - აცხადებს კესარია აბრამიძის მეგობარი.
კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გუშინ საღამოს მოკლეს. მას მრავლობითი დაზიანებები, ცივი იარაღით, ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
შსს-მ ეჭვმიტანილი - 26 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.