1728456679
ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. შეხვედრები დაგეგმილია ჯო ბაიდენთან, კამალა ჰარისთან და დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი ავრცელებს.
„ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რათა წარუდგინოს მას „გამარჯვების გეგმა“. უკრაინის სახელმწიფოს მეთაური იმედოვნებს, რომ განიხილება ამ გეგმის დეტალები, ასევე უკრაინის მხარდაჭერის საკითხი შეერთებული შტატების მხრიდან“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა.