საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

2024 წლის 16 სექტემბერს თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი ანთიმოზი (ჩიქოვანი) გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

„მონაზონი ანთიმოზი ამჟამად დასვენებულია მონასტერში. იგი დაიკრძალება ხუთშაბათს, 19 სექტემბერს, ვერის სასაფლაოზე.

მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ანთიმოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი ანთიმოზი,“ - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.