კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

კესარია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს.

„შანტაჟს მოყვა ეს ყველაფერი. აშანტაჟებდა, კესო ეუბნებოდა, ცოლად მომიყვანეო. არ მოუკლია ბექას, იქ რაღაცა დოკუმენტები იქნება კიდევ.

ბექა, აქ, სამეგრელოში, არ ყოფილა იანვრის მერე. არაფერი არ ვიცოდით... ბექა სადღაც დაწესებულებაში მუშაობდა დაცვად“, - ამბობს ბექა ჯაიანის ბებია.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამით მიმდინარეობდა. გამთენიისას კი ცნობილი გახდა, რომ მკვლელი დააკავეს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბრალდებული ქუთაისის აეროპორტში აიყვანეს და ის სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მეგობარი მამაკაცია, რომელიც მასზე ადრეც ძალადობდა.

მკვლელობასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

მკვლელობა თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.