პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბრიტანელი მომღერლის, ადელის მორიგი კონცერტი ამჟამად ლას-ვეგასში გაიმართა. მუსიკალურ შოუს ამჟამადაც არ ჩაუვლია ემოციური მომენტების გარეშე.
აუდიტორიაში, მსმენელთა შორის იყო ლეგენდარული მომღერალი სელინ დიონი, რომელიც იშვიათ დაავადებას ებრძვის.
სელინ დიონის დანახვისას ადელმა თავი ვერ შეიკავა და მისკენ გაემართა.
„ჩემთვის ყველა დროის ყველაზე საყვარელი ადამიანი“, – ამ სიტყვებით გაემართა ადელი სელინ დიონისკენ, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიონი მისი ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყაროა.
მომღერლები ერთმანეთს ემოციურად შეხვდნენ.
ვიდეო:
აღსანიშნავია, რომ გასულ ტურნეზე, რომელიც ადელმა გერმანიაში გამართა, ხანგრძლივი მუსიკალური პაუზის შესახებ ისაუბრა: „ბოლო შვიდი წელი ახალი ცხოვრების შენებაში გავატარე და მინდა, ვიცხოვრო ახალი ცხოვრებით, რომელსაც ვაშენებ," - თქვა მან.