ლიზი კოტრიკაძ

1747130314

„საქართველოს ხმაში“ რეკორდი მოხსნილია — ვინ არის გოგონა, რომელმაც ჟიური და მაყურებელი ერთად მოხიბლა

რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ყველაზე მუსიკალურმა მეგა შოუმ „საქართველოს ხმამ“ აიღო სტარტი.პროექტში ქართული რეპერტუარი, გემოვნება და უნიკალური ვოკალური მონაცემები ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც მონაწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან.ეთერში გასვლის შემდეგ გადაცემამ მაღალი რეიტინგი მოიპოვა და მაყურებლების მაჩვენებელი დღითიდღე მატულობს - რეკორდი მოხსნილია სოციალურ ქსელშიც, კონკურსანტების ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.ლიზი კოტრიკაძე „საქართველოს ხმის“ ერთ-ერთი კონკურსანტია, რომელმაც ჟიურის „ოქროს ბილეთი“ მოიპოვა. ჟიურისთან ერთად ლიზიმ მაყურებლის გულიც დაიპყრო, მისი სიმღერის ვიდეომ სულ რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელში რეკორდი მოხსნა და მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 'შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხმას და ახალ ვარსკვლავს მაყურებელთან ერთად, სამი სუპერ პროფესიონალი ჟიურის წევრი - რუსა მორჩილაძე, დავით ფორჩხიძე  და გიორგი ძოწენიძე აღმოაჩენს.მონაწილეებს რამდენიმე ტურის გადალახვა მოუწევთ იმისთვის, რომ საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ და ფილარმონიის დიდ სცენაზე პირდაპირ ეთერში ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჟიურის სამივე წევრს გააჩნია ერთი ოქროს ბილეთი, რომლის მოპოვების შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად გამოტოვებს ორ ურთულეს საკონკურსო ეტაპს.ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე, "რუსთავი 2"-ის საღამოს ეთერში შესაძლებლობა გექნებათ თვალი ადევნოთ იმ მუსიკალურ პროექტს, რომელიც ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლებს გაგაცნობთ. საბოლოოდ კი ერთად გავიგებთ, ვინ გახდება ქვეყნის საუკეთესო ხმის მქონე გამარჯვებული, რომელსაც ჯილდოდ ბინა გადაეცემა.

დაჩი

1746874200

2 წლის დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება

2 წლის დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახი ავრცელებს.„დაჩის ისევ თქვენი გვერდით დგომა სჭირდება.ჩემო მეგობრებო და ახლობლებო დაჩის ოპერაცია დაგეგმილია, რომელიც ჯდება 27 000 ათასი დოლარი. არანაირი საშუალება არ გვაქვს, 11 თვეა ვმკურნალობთ უშედეგოდ. მას საყლაპავი მილი აქვს დამწვარი ის 2 წლისაა და სჭირდება საყლაპავი მილის გადანერგვა, ძალიან მძიმე და რთული ოპერაციაა. ოპერაცია თურქეთში უკეთდება, თქვენგან გაღებული თითოეული ლარი ჩვენთვის იმედის მომცემიამიმღები დედა: ნაზიბროლა მახარეიშვილიGE85TB7241645168100001 თიბისი ბანკიGE11BG0000000604667863 საქართველო ბანკი", - წერენ სოციალურ ქსელში

ახალი პაპი

1746724950

რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტია

რომის ახალი პაპის ვინაობა ცნობილია. რომის 267-ე პაპად რობერტ პრევოსტი არჩიეს.მანამდე, სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა. კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს.რომის 266-ე პაპი ფრანცისკე კი, 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.

რომის პაპი

1746724693

რომის პაპის ვინაობა ცნობილია

კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს - ის რობერტ პრევოსტიაკარდინალთა საბჭომ მსოფლიოს ეს ამბავი ვატიკანის თავზე თეთრი კვამლის ამოსვლით ამცნო.ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 133-მა კარდინალმა მიიღო. კონკლავის დაწყებამდე მათ მობილური ტელეფონები და სხვა, ელექტრონული საშუალებები  ჩააბარეს. სიქსტეს კაპელას გარშემო სპეციალური ჩამხშობი საშუალებები დამონტაჟდა, რათა ელექტრონული მიყურადების შესაძლებლობა გამორიცხულიყო.როგორ ირჩევენ ახალ პაპსხმის მიცემის დღეს სიქსტეს კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, ილუქება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცს დებენ.ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ.თუ ხმების ორ მესამედზე მეტს პაპობის ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი დაიწყება. თითო დღის განმავლობაში ხმის მიცემის 4-ჯერ ჩატარებაა შესაძლებელი. 2013 წლის კონკლავი, რომელმაც პაპი ფრანცისკე აირჩია, 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ხმის მიცემის 5 ეტაპი მოიცვა."ბიულეტენების" დათვლის შემდეგ ფურცლებს სიქსტეს კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ, რომელსაც ვატიკანელი მეხანძრეები ამონტაჟებენ. მეორე ქურაში კი ქიმიურ ნივთიერებებს წვავენ, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს. სწორედ ეს კვამლი უშვებს სიგნალს მსოფლიოსთან: შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის მანიშნებელია.

ლუკა შუკაკიძე

1746298260

„ბევრი სირთულე გამოვიარე... ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა...“ - გაიცანით ლუკა შუკაკიძე — მუსიკოსი, რომლის სიმღერებიც სოციალურ ქსელებს იპყრობს

გასულ წელს „პრაიმტაიმმა“ საზოგადოებას ქუჩის მუსიკოსი ლუკა შუკაკიძე გააცნო.  დღეისთვის კი ლუკას სიმღერები სოციალურ ქსელებს კვლავ დიდი პოპულარობით იპყრობს.ჩვენ გადავწყვიტეთ ლუკას კიდევ ერთხელ დავკავშირებოდით და გაგვეგო თუ რა შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. ვინ არის ლუკა შუკაკიძე - მოგვიყევით თქვენ შესახებსაკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, ყოველთვის ვცდილობ არ ვთქვა პირადად არაფერი და სხვამ შემაფასოს, მაგრამ ვიტყოდი მხოლოდ ამას რომ ლუკა შუკაკიძე არის ერთი უბრალო ადამიანი, რომელსაც უხარია ირგვლივ ყველას წარმატება. 6 წლიდან ვმღერი, დამთავრებული მაქვს მუსიკალური სკოლა, შემდეგ ვმღეროდი ანსამბლში, 14 წლიდან კი გავედი ქუჩაში და იქ დავიწყე სიმღერა. თავიდან გამიჭირდა ეს ყველაფერი, მაგრამ გადავდგი ეს ნაბიჯი და გადავლახე ყველანაირი კომპლექსი, დღეს კი ბედნიერი ვარ ჩემი შემოქმედებით.ლუკა, შენს სიმღერებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს - რა როლს თამაშობს მუსიკა შენს ცხოვრებაში?რაც შეეხება სიმღერას - ეს ხელოვნების დარგი იმდენად გულში მაქვს, რომ სიმღერის გარდა საკუთარ თავს ვერასდროს წარმოვიდგენდი სხვა სფეროში. სიმღერა ერთადერთია, რომელსაც ნებისმიერ ხასიათზე სიამოვნებით მოუსმენს ადამიანი.შენს სიმღერებში შენი გრძნობებიც ჩანს ასეა? გრძნობების გარეშე წარმოუდგენელია იმღერო, ყველა საქმეს სიყვარულით უნდა მოეკიდო, შრომით და მონდომებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბოლო პერიოდში შენს სიმღერებს უფრო დიდი გამოხმაურება აქვს ვიდრე აქამდე - შეიცვალა თუ არა რაიმე შენ ცხოვრებაში?ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ბევრი რამ შეიცვალა, ყველაფერი 8 წლის ასაკში დავიწყე, დავამთავრე მუსიკალური სკოლა, შემდეგ ანსამბლ „ლამპარში“ სოლისტი ვიყავი, მაგრამ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე მომიწია წამოსვლა. ქუჩაში სიმღერა გადავწყვიტე 14 წლიდან, აი აქედან კი იწყება ჩემი მუსიკალური კარიერა და წარმატება.ახლა თავს კარგად ვგრძნობ, დამწყებ მუსიკოსებს მინდა მივმართო - არასდროს არ აიცრუონ გული, ბევრი შრომით და მონდომებით აუცილებლად დაფასდება ნებისმიერი საქმე.ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის „პრაიმ ტაიმს“.მუსიკალური კუთხით გქონია თუ არა რთული პერიოდები? ბევრი სირთულე გამოვიარე, როდესაც გადავწყვიტე ქუჩაში მემღერა. თავიდან ძალიან მერიდებოდა და მიჭირდა, მაგრამ როცა დავინახე, რომ ხალხი ჩემი სიმღერის მოსმენით ბედნიერდებოდა, ეს დიდი სტიმული გახდა ჩემთვის და მეტის კეთების ძალა მომცა.სამომავლოდ რას უნდა ელოდოს მსმენელი შენგან, გაქვს ახალი გეგმები?სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი სიახლე იქნება ჩემი მსმენელისთვის საქართველოში და არამარტო საქართველოში. აუცილებლად გავმართავ ჩემს საღამოებს. უამრავი ახალი სიმღერა ჩაიწერება, რომელიც გაათბობს მრავალი ადამიანის გულს.  

apple

1746129775

Apple-ი iPhone-ის მომხმარებლებს აფრთხილებს

კომპანია Apple-ი iPhone-ის თითქმის ორ მილიარდ მომხმარებელს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ წაშალონ სხვა ტექნოლოგიური გიგანტის აპლიკაცია. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებლების ციფრულ კონფიდენციალურობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.მედიის ცნობით, კომპანიის სახელის ხსენების გარეშე, Apple, როგორც ჩანს, მოუწოდებს თავის მომხმარებლებს, გააუქმონ Google-ის Chrome-ის ინტერნეტ ბრაუზერი. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია YouTube-ზე გამოაქვეყნა.ცნობისთვის, Google-მა სამშაბათს გამოაცხადა, რომ უკან მიაქვს დაპირება და Chrome-იდან cookie-ის სათვალთვალო ფაილებს არ წაშლის.ეს ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტებს და რეკლამის განმთავსებელ კომპანიებს თვალყური ადევნონ Chrome-ის მომხმარებლების ვებ აქტივობას პერსონალიზებული რეკლამის მიწოდების მიზნით და შექმნან მრავალი მილიარდი დოლარის შემოსავლის ნაკადი Google-ისთვის.

ხანძარი

1745985248

თბილისში, ბორჯომის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, ბორჯომის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.როგორც "პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.

მიწისძვრა

1745061138

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა

შსს განცხადება

1743255015

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებეთან დაკავშირებით.„გვსურს, გამოვეხმაუროთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა.დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 - ით რეგულირდება.პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს.ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე" - წერია განცხადებაში

მატარებელი, თბილისი-ოზურგეთი

1738871123

ცნობილია, როგორი მატარებელი მომსახურება მგზავრებს თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრებს 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი მატარებელი მოემსახურება.„ძვირფასო მგზავრებო!გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:თბილისიდან გასვლა – 09:00ოზურგეთში ჩასვლა – 16:18ოზურგეთიდან გასვლა – 08:40თბილისში ჩასვლა – 16:00ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი.ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებგვერდზე: gr.com.geმცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე:ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ.რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური – 0,50 თეთრი. დამატებით შეგახსენებთ, რომ gr.com.ge ვებ-გვერდზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) და თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთები.გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას!“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კოსმოსში ჩარჩენილი ასტრონავტები

1736582259

კოსმოსში ჩარჩენილ ორ ასტრონავტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

NASA-ს განცხადებით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მყოფ ასტრონავტებს, ბუჩ უილმორს და სუნი უილიამსს, დედამიწაზე დაბრუნებისთვის კიდევ უფრო მეტ ხანს მოუწევთ ლოდინი.ბუჩი და სუნი კოსმოსში ივნისში გაფრინდნენ და დედამიწაზე ერთ კვირაში უნდა დაბრუნებულიყვნენ თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო, მათი მისია გახანგრძლივდა. მათი დაბრუნების თარიღად, თავდაპირველად, 2025 წლის თებერვალი განისაზღვრა, ახლა კი, ახალი კაფსულის გაშვების გადავადების გამო, მათი დაბრუნება 2025 წლის მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისშია მოსალოდნელი.NASA-ს განცხადებით, ჩამოსვლის გადავადება ასტრონავტებისთვის დამატებით რისკებს არ შექმნის."ნოემბერში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მარაგით დატვირთული ორი კოსმოსური ხომალდი ჩავიდა, სადაც საკვების, წყლის, ტანსაცმლისა და ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა იყო. მარაგში ასევე შედიოდა სპეციალური ნივთები იმისთვის, რომ ეკიპაჟის წევრებს დღესასწაულები ღირსეულად აღენიშნათ,“ - ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.NASA-ს ინფორმაციით, SpaceX-ის ახალი Dragon კაფსულის მომზადება, რომელიც ეკიპაჟის შეცვლას განახორციელებს, გაჭიანურდა და მისი გაშვება მარტის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.NASA-მ ასევე განიხილა სხვა კაფსულის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, დაეცადა, რათა მისიების გეგმები არ შეცვლილიყო.

მიწისძვრა

1735387170

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 15:44 საათზე, დმანისთან მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.