პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ძალადობაში ბრალდებული ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასამართლო

პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ძალადობაში ბრალდებული "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის სასამართლო გრძელდება. დღეს, პროცესი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა, მხარეებმა შესავალი სიტყვის უფლებით ისარგებლეს.

მანამდე, დაცვის მხარემ დამატებითი მტკიცებულების დაშვებაზე შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის 4 000-ლარიანი გირაოთია გათავისუფლებული. მომდევნო სხდომაზე სასამართლოზე მტკიცებულებს გამოიკვლევენ და მოწმეებს დაკითხავენ.