საფრანგეთში მოსამართლეთა ტირანიას აქვს ადგილი - ჟორდან ბარდელა

ჟორდან ბარდელა

„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, ჟორდან ბარდელა მარინ ლე პენის გასამართლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთში მოსამართლეთა ტირანიას აქვს ადგილი.

„სხვა [პოლიტიკურ] პარტიებს ვეუბნები: დღეს ჩვენ ვართ [სამიზნე], ხვალ ისინი იქნებიან, დღეს უკვე მოსამართლეთა რესპუბლიკა აღარ გვაქვს, ეს მოსამართლეთა ტირანიაა“, - აღნიშნა ჟორდან ბარდელამ.

მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.