Justin Timberlake-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასები ცნობილია
8:19
16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
ქართველი კოორდინატორი და თარჯიმანი, მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში ჩასულ ქართველებს ეხმარება, საზოგადოებამ მარიამის ვიდეოების გავრცელების შემდეგ უკეთ გაიცნო.
მედეა სოციალურ ქსელში მარიამის გულშემატკივრებს იმ თანხების შესახებ უზიარებს ინფორმაციას, რომელიც გოგონას დასახმარებლად მის ანგარიშზე შეგროვდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა (დანტესმა), კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. გოგონა ოპერაციის შემდეგ უკვე სამშობლოში დაბრუნდა და რეაბილიტაციას სახლში განაგრძობს.
ამავე თემაზე:
როგორ მიდის მარიამის რეაბილიტაცია მშობლიურ სახლში - ახალი კადრები