2025 წლის თებერვალში სისხლისსამართლებრივი დევნა 1 830 პირის მიმართ დაიწყო

სისხლის სამართალი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 830 პირის მიმართ.

აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 145 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 7.9 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 720 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 216, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში – ათი შემთხვევა.

2025 წლის თებერვალში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 324 შემთხვევა; მუქარა – 188 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 156 შემთხვევა; ძალადობა – 114 შემთხვევა; გაუპატიურება – ექვსი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ოთხი შემთხვევა; თაღლითობა – 54 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 427 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – ექვსი შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 77 შემთხვევა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – სამი შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.