1728499899
ქართველი ბიზნესმენი რუსეთში 3 მილიარდი რუბლის დაკარგვის გამო დააკავეს
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში ბიზნესმენი, “ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის” დამფუძნებელი ალექსანდრე ებრალიძე დააკავა.
უცხოური მედიის ცნობით, ებრალიძის დაკავება მითვისება/გაფლანგვის მუხლით მიმდინარე საქმის ფარგლებში მოხდა, რომელიც 2016 წელს კონსტანს-ბანკიდან 3 მილიარდი რუბლის დაკარგვას უკავშირდება, რომლის მთავარი მესაკუთრეც სწორედ ებრალიძე იყო. ამ ინციდენტის შემდეგ ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა.
ალექსანდრე ებრალიძის სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცველები მის თანამშრომლებს დაკითხავენ.
2009 წლის თებერვალში ალექსანდრე ებრალიძემ დააარსა ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი, რომლის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გაყვანა სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე. კონგრესის წევრები რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის მოწოდებით გამოდიოდნენ.