პიროტექნიკით დაზიანებულ 4 მოზარდს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა

piroteqnika

ახალი წლის დადგომიდან დღემდე პიროტექნიკის გამოყენების შემდეგ სამედიცინო ჩარევა 30 ადამიანს დასჭირდა, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

„ახალი წლის დადგომიდან დღემდე ჩვენთან სულ 30 პაციენტი შემოვიდა. 2 მათგანი სტაციონარში მოთავსდა, დანარჩენი ამბულატორიაში გაეწერა. სტაციონარში მტევნებისა და სახის დაზიანებით 8 და 9 წლის ბავშვები წვანან. მათი მდგომროება სტაბილურია“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

რაც შეეხება იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს, აქ 4 მოზარდი იმყოფება, რომელთაც კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ. მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგის, პროფესორ ბიძინა კანაშვილის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ თითის დაკარგვა ადგილზევე გამოიწვია.

„ჩვენს კლინიკაში არის 4 ბავშვი, ოთხივე მათგანი არის კიდურის მძიმე დაზიანებით, ამიტომ მოხდა მათი დაყოვნება. რაც შეეხება 2 ბავშვს, აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებები და უკვე გაწერილები არიან კლინიკიდან. ამ 4 ბავშვიდან ოთხივეს ადგილზე მოუვიდათ ეს ამპუტაცია, ასაფეთქებელი მოწყობილობის გახეთქვის გამო“. – აცხადებს ბიძინა კანაშვილი.