ფოტო: ქალმა ახალ წელს თვითმფრინავში იმშობიარა და ჩვილი სანაგვეში ჩააგდო

tvitmfrinavi

​მავრიკის აეროპორტის თანამშრომლებმა, თვითმფრინავის ტუალეტის სანაგვეში, ახალშობილს მიაგნეს. 20 წლის მადაგასკარელი ქალი, რომელმაც, სავარაუდოდ, ფრენის დროს იმშობიარა, დაკავებულია.

ავიაკომპანია  Air Mauritius-ის კუთვნილი თვითმფრინავი მავრიკში, საერთაშორისო აეროპორტში 1 იანვარს დაეშვა.

აეროპორტის თანამშრომლები თვითმფრინავის ჩვეულ შემოწმებას ატარებდნენ, როდესაც შენიშნეს სისხლიანი ქაღალდი, რომელთან ახლოსაც ახალშობილი აღმოაჩინეს. ჩვილი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, პოლიციამ ყველა მგზავრი დაკითხა.

20 წლის მადაგასკარელი ქალი თავდაპირველად უარყოფდა, რომ ბიჭი მისი შვილი იყო, თუმცა ის სამედიცინო შემოწმებაზე გადაიყვანეს და ექიმებმა დაადასტურეს, რომ მგზავრმა სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა.

როგორც BBC წერს, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ქალს დაკითხავენ და ახალშობილის მიტოვების გამო ბრალს წარუდგენენ.