„მაშველებმა შენობიდან ერთი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს“ - ბოლო ცნობები ახალციხიდან, სადაც აფეთქება მოხდა

აფეთქება ახალციხეში

ახალციხეში, „სმარტის“ შენობიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე „სმარტის“ შენობაში, ძლიერი აფეთქება დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. 

აფეთქების შედეგად დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ჯგუფები.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.