განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის შაქრო კალაშოვის ძმისშვილი დააკავეს

შაქრო

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის შაქრო კალაშოვის ძმისშვილი, 22 წლის ვიტალი კალაშოვი, დააკავეს.

მას ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

გამოძიების ცნობით, 2024 წლის 30 დეკემბრის ღამეს, ვიტალი კალაშოვი მოსკოვში, ნეგლინნაიას ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში შევიდა, სადაც ორ მომხმარებელთან კონფლიქტი მოუვიდა.

კონფლიქტს ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, რა დროსაც კალაშოვმა 35 წლის მამაკაცს დანით რამდენჯერმე ჭრილობა მიაყენა.