საათობრივად ვიღებთ ინფორმაციას სუმში ვითარების შესახებ, ტერორი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

საათობრივად ვიღებთ ინფორმაციას სუმში არსებული ვითარების შესახებ. ყოველ ასეთ დარტყმას მსოფლიოს მხრიდან პასუხი სჭირდება. ტერორი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ვიცით ცხრა დაღუპულისა და 13 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია. ეს რუსული ქმედებების დამახასიათებელი ნიშანი გახდა – მთელი შენობის მცხოვრებთა ცხოვრების განადგურება. ყოველ ასეთ დარტყმას მსოფლიოს მხრიდან პასუხი სჭირდება. ტერორი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.