პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო

მათე დევიძე

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყო.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგნენ. მათე დევიძე, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს.

მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. სასამართლო სხდომა 13 თებერვალს ჩაინიშნა.